კვლევა




ს.ს.ი.პ. ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის
მაია ნოზაძის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


თემა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ისტორიული წყაროს ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.

„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს,არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“.

დიმიტრი უზნაძე


                                                                                                                    
                                                 










ხაშური 2018/19 სასწავლო წელი.



                                                                                       


სარჩევი
შესავალი                                                                                                                                      3
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა                                                                                     5
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის დასაბუთება                                                                                                       
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის                                                                        

თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები                                                                        6
2.1  კვლევის კითხვები/ჰიპოტეზა                                                             
2.2  კვლევის მიზნები                                                                 
2.3  კვლევის ამოცანა/ამოცანები 

თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი                                                                      8

თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია                                                                                             9
4.1 კვლევის ეთიკა                       
4.2  კვლევის სამიზნე ჯგუფი;                                    
4.3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები;                   
4.4  მონაცემთა ანალიზი (გრაფიკები)                       
4.5  კვლევის ვადები                                                     

თავი V    ინტერვენციები                                                                                                        19
5.1  ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;       
5.2  ინტერვენციების შეფასების მეთოდები;               

თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი                                                                          24
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ანალიზი;         
6.2 კვლევის შედეგებია ანალიზი;

თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები                                                    26

ბიბლიოგრაფია:                                                                                                                            27

კვლევის ანგარიშის  რეფლექსია                                                                                                  28
                                                                      



შესავალი
     აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს სსიპ. ქ.ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მასწავლებლის  მაია ნოზაძის  მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. მასში განხილულია საკვლევ თემასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გამომწვევი მიზეზები. კვლევა ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციას.
     სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისათვის კვლევითი საქმიანობა არის საჭირო,რადგან კვლევა თავის მხრივ გულისხმობს ახალი ცოდნის ძიებას.კვლევის მიზანი კი არის მიღებული ცოდნისა და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა.შესაბამისად მასწავლებელი ყოველთვის შეძლებს წამოჭრილი  პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას და პოვნას.ასეთი კვლევითი საქმიანობა კი გაზრდის და გააუმჯობესებს სწავლებას,რაც საბოლოდ აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.ნაშრომში განხილულია საბაზო საფეხურზე ,მერვე კლასში წარმოქნილი პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ღონისძიებები.
       საზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.ბოლო წლებში დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ მეტად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების კრიტიკული,შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების სწავლებაზე,რაც ინტერაქტიული სწავლების მეთოდის მთავარი კომპონენტია.ჩემი კვლევის დანიშნულებაა მოსწავლეებს განვუვითარო კრიტიკული აზროვნება,ისტორიული წყაროს ანალიზის საშუალებით.საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე არსებობს გარკვეული გამოცდილება,თუმცა არსებული საკითხი ახალ მიდგოებს და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმას.
    „საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს,მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“.
              საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
               ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
                ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
       გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
                 დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;
                ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ  არსებულის ხარჯზე;
                 ვ) საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი    ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
                ზ)კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
                თ)იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
    ამ საფეხურზე მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი და შეეძლოს სხვადასხვა ისტორიული წყაროების ანალიზი, ახსნას ისტორიული მოვლენების მიზეზები, გაანალიზოს შედეგები, შეძლოს ისტორიულ მოვლენაზე ან პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების  არსებობის მიზეზების დადგენა, განმარტებების შედარება და შეფასება, ისტორიულ თემაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების, ფოტოსურათების შედარება და ანალიზი, ყოველივე ეს მიმართულება კი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
   მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი და მათ შორის მეც,ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში დამოუკიდებლად აზროვნების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.ვცდილობ ხელი შევუწყო მოსწავლეთა ინტეგრაციას სამოქალაქო ცხოვრებაში.
      ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები       
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი       
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია
თავი V    ინტერვენციები
თავი VI    კვლევის შედეგები
თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
ბიბლიოგრაფია:
კვლევის ანგარიშის  რეფლექსია     


თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა                                                                 
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა;  პრობლემის დასაბუთება; 

          ჩემი პედაგოგიურ პრაქტიკიდან გამომდინარე,წამოვაყენე საკვლევი პრობლემა,რომელიც შეეხებოდა საბაზო საფეხურზე,კერძოდ მე-8 კლასში, ისტორიული წყაროს ანალიზთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის,  გაუმჯობესების გზებს.ისტორიული წყაროები ისტორიის სწავლების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. წყაროების შესწავლა,ანალიზი,კრიტიკული განხილვა ისტორიის გაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელმა სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ისტორიული წყაროების შესწავლას და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად აქციოს.ისტორიულ წყაროში მუშაობაში მასწავლებელმა უნდა ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები,რაც საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის საგაკვეთილო პროცესს,მოსწავლეებს მეტი ინტერესი გაუჩნდებათ ისტორიული წყაროების მიმართ და ეს ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ გააზრებაში.მოსწავლეებს განუვითარებს ისეთ უნარებს,როგორიცაა;
·         წერითი აზროვნების უნარი;
·         ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარი;
·         წაკითხული ტექსტის გააზრება/გაგების უნარი;
·         კრიტიკული აზროვნების უნარი;
    ჩემი აზრით, ძირითადად პრობლემაა ის,რომ  მოსწავლეებს უჭირთ წაკითხულის გააზრება,ცალკეული სიტყვების მნიშვნელობის გაგება,წყაროს ცალკეული მონაკვეთები ბუნდოვანია და მთავარი აზრის ამოცნობა.აქედან გამომდინარე გადავწყვიტე საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი ყურადღება დამეთმო ისტორიული წყაროებისათვის და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად მექცია.თავდაპირველად საგაკვეთილო პროცესში ისტორიული წყაროების ზედაპირული განხილვით შემოვიფარგლებოდი,რაც მოსწავლეებისათვის მარტივი იყო. შემდეგ ისტორიული წყაროების გამოყენება სასწავლო პროცესში დავიწყე სისტემატიურად წერითი დავალებების სახით, ტექსტური  სახით,აღმოვაჩინე რომ მოსწავლეთა ნაწილს გაუჭირდა  ისტორიული წყაროს ანალიზის შესრულება წერითი დავალებების დროს. გადავწყვიტე ეს პრობლემა  ჩემი კვლევის საგნად მექცია.ამისათვის აუცილებელი იყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები ჩამომეყალიბებინა და განმეხორციელებინა შესაბამისი ინტერვენციები.მოსწავლეებზე დაკვირვების შემდეგ  გამოვკვეთე შემდეგი პრობლემები;
Ø  წერითი აზროვნების პრობლემა;
Ø  წყაროს სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგება და გააზრება ტექსტის სირთულიდან გამომდინარე.
Ø  წყაროს ანალიზის სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება, რაც წაკითხულის გააზრებაში ხელს უშლის მოსწავლეებს;

 1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
    პრაქტიკული კვლევა არის კვლევის ტიპი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები  ჩართულნი არიან უშუალოდ მისი განხორციელების პროცესში.
    მოსწავლეებს  დაეხმარება, კარგად გაიაზრონ ეფექტური, მრავალმხრივი, საინტერესო და განსხვავებული ისტორიული წყაროს ანალიზი, რომ გაიაზრონ დავალებების შეთავაზებით მიღებული სარგებლიანობა თავისი მომავალი წარმატებისათვის.
    ასევე კვლევა დაეხმარება კოლეგებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში, მათთვის იქნება კარგი გამოცდილება,რომ საკუთარ პრაქტიკაში გადაიტანონ და დანერგონ ის სიკეთე, რაც სააზროვნო ტიპის აქტივობების გამოყენებას მოაქვს.
   ვფიქრობ, რომ კვლევა დამეხმარება მე, უფრო დავხვეწო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა და დავნერგო ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებას.აღნიშნული კვლევა დამეხმარება გავიდე იმ შედეგზე,რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები
Ø  კვლევის მთავრი კითხვაა: როგორ შევუწყოთ ხელი მე-8 კლასის მოსწავლეებს ისტორიული წყაროს ანალიზსთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში?
Ø  ჰიპოტეზა-მოსწავლეებს უჭირთ სხვადასხვა ისტორიული წყაროს გააზრება და სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგება და გააზრება.
Ø  წყაროდან მიღებული ინფორმაციის თემასთან დაკავშირება.
Ø  წყაროს ტიპის დადგენა, წყაროში მოცემული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მისი გაგება ,გააზრება.





2.2 კვლევის მიზნები  
Ø  დავადგინოთ ისტორიული წყაროს სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგება და გააზრება.
Ø  დავადგინოთ რა არის მიზეზი წყაროდან მოცემული ინფორმაციის თემასთან დაკავშირება.
Ø  დავადგინოთ რა არის მიზეზი მოსწავლეებში წყაროში ინფორმაციის ინტერპრეტაციის, გაგება- გააზრების.
Ø  დავეხმაროთ მოსწავლეებს ისტორიული წყაროს სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგებაში.
Ø  დავეხმაროთ მოსწავლეებს მოსწავლეებს ისტორიული წყაროს  ინფორმაციის გადამუშავებაში.
Ø  დავეხმაროთ მოსწავლეებს ისტორიული წყაროდან ინფორმაციის ინტერპრეტაციის გაგება-გააზრებაში.



2. 3 კვლევის ამოცანები  
                                                                    
     კვლევის ამოცანაა, პასუხი გავცეთ კვლევის მთავარ კითხვას:როგორ შევუწყოთ ხელი მე-8 კლასის მოსწავლეებს ისტორიული წყაროს ანალიზსთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში.
კვლევის სანდოობის და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოვიყენე რაოდენოვრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები.
Ø  კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები;
Ø  მოვიძიოთ  ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური სტრატეგიები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს წყაროს ანალიზის უკეთ გაგებაში.
Ø  დავგეგმოთ სხვადასხვა ინტერვენცია და განვახორციელო უკეთესი შედეგის მისაღწევად;
Ø  ინტერვენციების შემდეგ კვლავ გამოვიყენო იგივე კვლევის მეთოდები,რომლებიც კვლევის საწყის ეტაპზე გამოვიყენე,რათა დავადგინო და შევაფასო რა შედეგზე გავედი დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებით;
Ø  გაავანალიზო პირველადი და ინტერვენციების განხორციელების შემდეგ კვლევის შედეგების ანალიზი;


თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
  ისტორიული წყაროს ანალიზის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასწავლო პროცესში,რომელიც კრიტიკული აზროვნების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამიტომ მასთან დაკავშირებით შექმნილი დამხმარე ლიტერატურა მოიცავს, იმ საჭირო მითითებებს და რეკომენდაციებს,რომელიც ამ უნარების განვითარებისათვის განკუთვნილი გაკვეთილების დაგეგმვასთან არის დაკავშირებული.
   ფ.არენდტის აზრით კი „სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობებში ვისიმე თანდასწრებით“.
   იმისათვის,რომ მოსწავლემ შეეძლოს თავისი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება,საჭიროა ცოდნა ბ.ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით,“განათლების მიზანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ მაღალი დონის ჩამოყალიბება“.
   შესაბსმისი ლიტერატურის მიმოხილვისას გამოვიყენე ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge-ში  და ჟურნალი მასწავლებელში გამოქვეყნებული სტატიები ისტორიული წყაროს ანალიზის მნიშვნელობისა, სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ. რაც საგრძნობლად დამეხმარა საკვლევი თემის გაანალიზებაში, კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების შემუშავებასა, დაგეგმვასა და განხორციელებაში.
    ირაკლი  კაკაბაძე სტატიაში “ისტორიის სწავლების მნიშვნელობისათვის“                   („მასწავლებელი“№5 2011წელი)-„ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდს განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი.მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები,თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების,შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება.დღეს კი, ჩვენი დაკვირვებით მოსწავლეთა შორის მოტივაციის ხარისხი,სწორედ ისტორიული კვლევის მეთოდებს,დისკუსიებს,პროექტებზე მუშაობასა და დამოუკიდებელ სავარჯიშოებს უკავშირდება.“
  დავით ბოლქვაძე სტატიაში“წყაროები-ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისათვის“(mastsavlebeli.ge 30 იანვარი,2015წ.)შემდეგ აზრს ავითარებს -ისტორიული წყაროები ისტორიის სწავლების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი შესწავლა,კრიტიკული განხილვა და ანალიზი ისტორიის გაგების ერთ-ერთი მტკიცე საწინდარია.ისტორიული წყაროების კრიტიკული განხილვა საკმაოდ რთული ამოცანა, გაკვეთილის ტექსტისგან განსხვავებით, ისინი ხშირად სუბიექტურია და ავტორის აზრს გამოხატავს,შესაძლოა,დამახინჯებით ან სულაც არასრულად ასახავდეს ისტორიულ სინამდვილეს.ისტორიულ წყაროებში მოცემული ზოგიერთი დეტალი(თარიღები,მოვლენების აღწერა,სხვა მონაცემები)ზოგჯერ არ ემთხვევა გაკვეთილის ტექსტს.თუმცა ისტორიული წყაროების ეს „ნაკლი” მათივე ღირსებაცაა, რადგან ჩვენამდე მოაქვთ ეპოქის სუნთქვა, ისტორიკოსთა წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა” და უბრალო მოკვდავთა შეხედულებები, ფიქრები და ოცნებები.
    ლევან ახვლედიანი სტატიაში“წყაროს ანალიზის სტრატეგიები“(mastsavlebeli.ge.16 სექტემბერი.2013წელი)სტატიაში:“მასწავლებელმა უნდა სცადოს იმგვარი წყაროს შერჩევა, რომელიც მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. წყარო/მისი მონაკვეთი არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდი (არ აღემატებოდეს ორ-სამ გვერდს). მის გაცნობამდე მოსწავლეებს შეიძლება მივაწოდოთ მცირე ინფორმაცია იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც შეიქმნა ან რომლის შესახებაც მოგვითხრობს ეს წყარო. ამგვარი აქტივობა შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც. ინდივიდუალური სამუშაოს შესრულებისას თითოეულ მოსწავლეს ურიგდება შაბლონი, ხოლო ჯგუფური მუშაობის დროს – თითოეულ ჯგუფს.შაბლონის შევსება წყაროს ანალიზის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მოსწავლეები ისწავლიან გაცილებით მეტს, თუ საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს სხვასაც გაუზიარებენ, ამიტომ შაბლონის შევსების შემდეგ, მათ საშუალება უნდა მივცეთ, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო დისკუსიის საფუძვლად იქცეს. შესაძლოა, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ შეიცვალოს კიდეც აზრი.“
   ისტორიული წყაროს ანალიზი ისტორიის სწავლა/სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები. ეს უნარები კი აუცილებელი პირობაა ისტორიული კვლევის გახორციელებისთვის.




თავი  IV კვლევის  მეთოდოლოგია
კვლევის დროს , მონაცემთა შეგროვების მიზნით, გამოვიყენე შემდეგი მეთოდები,რამაც მომცა საშუალება დამედგინა მოსწავლეევში  არსებული პრობლენები და დამეგეგმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის  ანალიზი;
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი-ანკეტირება.
თვისობრივი კვლევიის მეთოდი -  ფოკუს ჯფუფი(ჯგუფური დისკუსია),აღწერითი დაკვირვება.

ანკეტირება--საკვლევი პრობლემის შესაწავლად გადავწყვიტე კითხვების მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეები,ამ მეთოდით განვსაზღვრავ მოსწავლეებში არსებულ პრობლემას.   დაცული  იყო  ანონიმურობა,  რადგან  ამ  დროს  რესპოდენტი  არ  იზღუდება,    გულწრფელია    და  მათი  პასუხები  უფრო  სანდოა.

აღწერითი დაკვირვება---მოსწავლეთა საგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეებზე ისტორიული წყაროს გაანალიზების  დაკვირვების  ანალიზი. კვლევის საწყის ეტაპზე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს წყაროზე მუშაობის პროცესს, რათა დამედგინა კონკრეტულად რაზე უნდა მომეხდინა ფოკუსირება კვლევის მიზანმიმართულად წარმოებისათვის.ვაწარმოებდი დაკვირვების ოქმს.

ფოკუს ჯგუფი(ჯგუფური  დისკუსია)--არის თვისობრივი კვლევის ერთ–ერთი მეთოდი. ეს მეთოდი გამოვიყენე პრობლემის იდენტიფიცირების პირველ ეტაპზე, რაც დამეხმარა საერთო ჰიპოთეზის ფორმულირებაში და კვლევის პრობლემის დაზუსტებაში.ჯგუფური დისკუსისას, ვცდილობდი მოსწავლეებს ესაუბრათ ძირითადად კითხვების ირგვლივ და ემსჯელათ არსებული პრობლემის ირგვლივ.

პირველადი შეფასება
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება:
       კითხვები ჯგუფური დისკუსისთვის (მოსწავლეები):
        (თვისებრივი მეთოდი)
Ø  როგორ ფიქრობთ, რატომ არის რთული ისტორიული წყაროს ანაალიზი?
Ø  თქვენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს ისტორიული  წერილობითი წყაროების შესწავლას?
Ø  თქვენი აზრით, წყაროს ანალიზისას შემოთავაზებული სტრატეგიები,კითხვები ადეკვატურია და იოლად გასაგებია.?
Ø  თქვენი აზრით ისტორიულ წყაროებზე მუშაობა დაგეხმარებათ თუ არა საგნის უკეთესად ათვისებაში და მოტივაციის ამაღლებაში?


დაკვირვების ოქმი:
                                 ოქმი №1
სსიპ ხაშურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:
სამიზნე ჯგუფი:
დაკვირვების საგანი:
აღწერა:
ხელმოწერა:

                                 ოქმი №2
სსიპ ხაშურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:
სამიზნე ჯგუფი:
დაკვირვების საგანი:
აღწერა:
ხელმოწერა:

                                 ოქმი №3
სსიპ ხაშურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლა
დაკვირვების პერიოდი:
სამიზნე ჯგუფი:
დაკვირვების საგანი:
აღწერა:
ხელმოწერა:


ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის:
(რაოდენობრივი კვლევის მეთოდი)
1.   როგორ ფიქრობთ, ისტორიულ წყაროებს აქვს თუ არა დიდი მნიშვნელობა ისტორიის შესწავლაში?
·         დიახ
·         არა
·         ნაწილობრივ
2.      როგორ ფიქრობთ,რა სახის ისტორიულ წყაროზე გირჩევნიათ მუშაობა?
·         ვიზუალურ წყაროზე(ფოტო,პლაკატი,კარიკატურა)
·         წერილობით წყაროზე
·         ორივეზე
3.      როგორ ფიქრობთ, ისტორიულ წყაროს ანალიზისას  რა წარმოადგენს თქვენთვის ყველაზე დიდ სირთულეს?
·         ტექსტი დაწერილია ძველი სალიტერატურო ენით
·         ტექსტი დატვირთულია უცხოსიტყვებით
·         ტექსტი დიდია და მიჭირს მისი აღქმა
  4.    თქვენი აზრით, ისტორიული წყაროს ანალიზისას რა ფორმით გირჩევნია დავალებების შესრულება?
·         წერილობით
·         ზეპირად
5.თქვენი აზრით,რომელი გზებია შენთვის მისაღები აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში?
·         მოგვაწოდოს ინფორმაცია წყაროს შექმნის შესახებ?
·         წინასწარ მოგვაწოდოს უცხო სიტყვების განმარტებები?
·         გვამუშაოს თანამედროვე ენაზე დაწერილ წყაროებზე?



4.1 კვლევის ეთიკა
       კვლევის ეთიკა მორალური წესებისა და პროფესიული კოდების ერთობლიობაა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ სოციოლოგიურ კვლევაში,  ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, სადაც ყურადღებას ამა კონფიდენციალობის დაცვაზე გამახვილებულია ყურადღება. ასევე  კვლევის ობიექტის უფლება უარი თქვას მონაცემების მიწოდებასა და პირადი აზრის გამოთქმაზე.
    სოციალური კვლევა რესპონდენტების, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეების მონაწილეობით ტარდება, მისი შედეგები  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა გამოკვლევების წარმართვისას  ეთიკური პრინციპების დაცვა, რომლებიც რესპონდენტთა და ფართო საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს იცავს, და რომლებიც პროფესიული ეთიკის კოდექსებშია გაერთიანებული.
     ეთიკის კოდექსი პროფესიული საქმიანიბის პრინციპების კრებულია,რომელიც ამა თუ იმ პროფესიის ზნეობრივ ღირებულებებს გამოხატავენ.პროფესიული ნორმების შემუშავება ამა თუ იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ არის საზოგადოებრივი გაცნობიერება და აღიარების შედეგი.
   ეთიკური სტანდარტის შემუშავება სოციალურ მეცნიერებაში XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულმა გაერთიანებებმა.ეს გაერთიანებები სხვადსახვა ქვეყნის წარმომადგენელ მკვლევარებს აერთიანებს.
    დღესდღეობით სოციალური კვლევის ეთიკური სტანდარტები აღიარებული ნორმებისაგან შედგება, რომელთა დაცვასაც ყველა მკვლევარი თავის მოვალეობად მიიჩნევს,რომელსაც ემყარება შემდეგი პრინციპები:პროფესიული კომპეტენტურობა,პატიოსნება, რესპოდენტთა უფლებებისა და ღირსებების პატივისცემა, პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და სხვა.
   სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვის მიზნით შემუშავებულია ეთიკური მოთხოვნების ესა თუ ის ჯგუფი.ამ თვალსაზრისით, გამოიყოფა ეთიკური ნორმები, რომლებიც იცავს  რესპონდენტების, დამკვეთების და  ფართო საზოგადოების ინტერესებს. პროფესიული კოდექსების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, განსაზღვროს მკვლევართა პასუხისმგებლობა ამ სამი ჯგუფის მიმართ.



  1.რესპოდენტის უფლებები:
      ეთიკის კოდექსები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რესპოდენტთა უფლებების დაცვას, დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, მათი კონფიდენციალობის დაცვა,
   2.დამკვეთის უფლებები:
     ეთიკის ნორმები არეგულირებს მკვლევარისა და დამკვეთის ურთიერთობებს ამდენად ეთიკის კოდექსები არეგულირებს მკვლევრისა და დამკვეთის ურთიერთობების იმ სფეროებს, რომლებიც ხელშეკრულებების მიღმა რჩება და ურთიერთპატიოსნებისა და ურთიერთგაგებისკენ, მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს ორივე მხარეს.
  3.ფართო საზოგადოებრიობის ინტერესების დაცვა :
    სოციოლოგები აცნობიერებენ მათ პროფესიულ და მეცნიერულ პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ;  ისინი იყენებენ თავიანთ ცოდნას, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ კეთილდღეობას.რომელიც მიზნად ისახავს როგორც სოციოლოგიური მეცნიერებების განვითარებას,ასევე საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობას.
    კვლევის პროცესში აუცილებელია  ეთიკის დაცვა ,განსაკუთრებით საჭიროა
პედაგოგიური კვლევების ჩატარების დროს, რადგან აქ სამიზნე ჯგუფს, ძირითადად,
მოსწავლეები წარმოადგენენ. პედაგოგიური კვლევები უნდა წარიმართოს იმგვა-
რად, რომ არ დაზარალდეს არცერთი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. მათი
მიზანი უნდა იყოს დადებითი აღმზრდელობით-სასწავლო ეფექტის მიღწევა.
    პრაქტიკის კვლევაში ჩართული პედაგოგებმა უნდა შეიმუშაონ ეთიკური ხედვა, რაც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, როდესაც რთული ეთიკური დილემის პირისპირ აღმოჩნდებიან.


4. 2     კვლევის სამიზნე ჯგუფი;

    კვლევის სამიზნე ჯგუფი: სსიპ ქ.ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის 6 მოსწავლე.


4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები;
კვლევა
   ნაშრომის მომზადება ასევე გულისხმობს კვლევის დაგეგმვა-განხორციელების ეტაპს.   კვლევის ფარგლებში მიზანშეწონილად მივიჩნიე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება,რადგან მათი ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას,კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს,რაც განაპირობებს კვლევის მიზანმიმართულად წარმოებას.
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - ანკეტირება
 ანკეტირების დროს ინტერვიუერს არ უწევს რესპოდენტთან უშუალო ურთიერთობა, მითუმეტეს როცა შეიძლება, რომ ანკეტირება იყოს ანონიმური, რაც რესპოდენტის ღიაობას უწყობს ხელს.ანკეტირებასაკვლევი პრობლემის შესასწავლად გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეები, ვინაიდან თითოეულის აზრი გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია კვლევის სწორად წარმართვისათვის.
თვისობრივი კვლევიის მეთოდი - აღწერითი დაკვირვება.
ეს არის პირველი საცდელი ეტაპი,რომლის დროსაც მკვლევარს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ ასპექტზე გაამახვილებს ყურადღებას და ცდილობს გაერკვეს არსებულ სიტუაციაში საკუთარი მიზნების გამჟღავნების გარეშე.ამიტომ, მე-8 კლასში ზოგად სიტუაციაში გასარკვევად,კერძოდ,მოსწავლეთა ისტორიული წყაროს დამოკიდებულების შესწავლის მიზნით,გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება,რაც დამეხმარა იმაში,თუ რაზე უნდა მომეხდინა ფოკუსირება კვლევის მიზანმიმართულად წარმოებისთვის.
ფოკუს-ჯგუფები--  არის თვისობრივი კვლევის ერთ–ერთი მეთოდი.  ეს მეთოდი გამოვიყენე პრობლემის იდენტიფიცირების პირველ ეტაპზე, რაც დამეხმარა საერთო ჰიპოთეზის ფორმულირებაში და კვლევის პრობლემის დაზუსტებაში.
 ფოკუსირებული დაკვირვებავაკვირდებოდი ისტორიული წყაროს ანალიზის დროს კონკრეტულად რა პრობლემები წამოიჭრა კლასში და ვინტერესდებოდი ამ პრობლემებით.
ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო მათი დამოკიდებულების გაცნობა კვლევასთან დაკავშირებული საკითხისადმი,  დასკვნების და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება.
4.4 მონაცემთა ანალიზი: პირველადი შედეგების დადგენის მიზნით გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები,რომლის საშუალებით შევძელი ზუსტად განმესაზღვრა ისტორიული წყაროს ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები.
ფოკუსჯგუფებთან მუშაობის დროს გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: მოსწავლეები  ისტორიული წყაროზე მუშაობისას უჩივიან ისტორიული წყაროს ტექსტის სირთულეს, უჭირთ ისტორიული წყაროს აღქმა, ინტერპრეტაცია,გაგება გააზრება.
ანკეტირების შედეგებმა ფაქტიურად დაადასტურა ფოკუსჯგუფებთან მუშაობის შედეგები. აღწერითი დაკვირვება ვაწარმოე მოსწავლეებზე ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში დასახული მიზნის განხორციელებისათვის.დაკვირვებამ მიჩვენა ,რომ წყაროზე მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული იყო მოსწავლეებისათვის. ანალიზის შედეგად მივედი შემდეგ დასკვნამდე, რომ მოსწავლეებს უჭირთ კრიტიკული აზროვნება,თუმცა უმრავლესობა თვლის,რომ ისტორიული წყაროს ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის შესწავლაში.
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამების საშულებით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა საშუალება კვლევის მომდევნო ეტაპის განხორციელების.  რომელიც მიზანთან იყო ორიენტირებული.

4.5 მონაცემთა ანალიზი: მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები:



გამოკითხულ მოსწავლეთა 50% თვლის,რომ რთულია წყაროს გააზრება და სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგება და გააზრება.30%თვლის ნაწილობრივ რთულია, ხოლო 20% თვლიის არ არის რთული.
გამოკითხულ მოსწავლეთა 40% თვლის,რომ რთულია წყაროდან მიღებული ინფორმაციის თემასთან დაკავშირება.30%თვლის ნაწილობრივ რთულია, ხოლო 30% თვლიის არ არის რთული.

გამოკითხულ მოსწავლეთა 70% თვლის,რომ რთულია წყაროს ტიპის დადგენა, წყაროდან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მისი გაგება, გააზრება..20%თვლის ნაწილობრივ რთულია, ხოლო 10% თვლიის არ არის რთული.
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირთ  წყაროს გააზრება და სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგება და გააზრება, წყაროდან მიღებული ინფორმაციის თემასთან  დაკავშირება, წყაროდან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მისი გაგება, გააზრება.


4.6  კვლევის ვადები ;
აქტივობა
II

III
IV
V
VI
საკვლევი პრობლემის შერჩევა
       X
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X

X


   X
კვლევის მეთოდების შერჩევა

X
კითხვარის შერჩევა, დამუშავება

X

აღწერითი დაკვირვება
(თვისობრივი მეთოდი)


X
ფოკუს ჯგუფი(თვისობრივი მეთოდი)


X



მოსწავლეთა ანკეტირება  (რაოდენობრივი მეთოდი)

X

X

მონაცემთა
დამუშავება(შეგროვება, ანალიზი)


X
X


X
ინტერვენციების განხორციელება

X
X
X
ინტერვენციების შემდეგ ანკეტირება  (რაოდენობრივი მეთოდი)

     X
X
ინტერვენციების შემდეგ აღწერით დაკვირვება (თვისებრივი მეთოდი)



     X
X
ინტერვენციების შემდეგ ფოკუს ჯგუფი (თვისებრივი მეთოდი)



     X
X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი

X
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის პრეზენტაცია

X











თავი V    ინტერვენციები
კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ, ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე, რომ ადეკვატურად შერჩეული სასწავლო სტრატეგიები და მეთოდები მნიშვნელოვნად ცვლიან სასწავლო პროცესს. ასევე გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შეხედულებები სწავლების სტრატეგიებზე. სწავლის ეფექტური და მრავალფეროვანი სტრატეგიები (ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება, დასკვნების გამოტანა, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი, და სხვა, მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს  ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების და ა.შ.) უვითარებს. შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები. გადავწყვიტე ისტორიული წყაროები გამომეყენებინა გაკვეთილზე არა როგორც დამხმარე მასალა, არამედ როგორც მთავარი: კონკეტულ საგაკვეთილო თემებზე მუშაობა ისტორიული წყაროების გამოყენებით. ინტერვენციების დაგეგმვაში ძალიან დამეხმარა ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge - ში  და ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებული სტატიები  ისტორიული წყაროს ანალიზის სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ.
  I ინტერვენცია -  ისტორიული წყაროს შესაბამისი ლექსიკონის დამზადებას.
  II ინტერვენცია  -T სქემა.ისტორიული წყაროდან ინფორმაციის დახარისხება.
  IIIინტერვენცია -  ისტორიულ წერილობით წყაროზე მუშაობა.
      

5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;
      პირველადი შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
ნტერვენცია I ;ისტორიული წყაროს შესაბამისი ლექსიკონის დამზადება.
   პირველი აქტივობა, რომელიც ინტერვენციის ფარგლებში განვახორციელე ,იყო  ისტორიული წყაროს შესაბამისი ლექსიკონის დამზადება.ამ აქტივობის მიზანი უცნობი სიტყვების მნიშვნელობის გაგება განმარტებაა.
    ისტორიული წყაროს ტექსტის კითხვისას , მასწავლებელმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს წყაროში  არსებული უცნობი სიტყვების გამნარტებებს.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით დააკვირდნენ წერილობით წყაროს და რვეულებში რაც შეიძლება დეტალურად ჩამოწერონ,  ყველა უცხო სიტყვა, რომელც ტექსტში შეხვდებათ და რვეულში ანბანის მიხედვით დეტალურად ჩამოწერონ თითოეული სიტყვის განმარტებები.მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ მისი მნიშვნელობა,რომ შემდეგი ისტრიული წყაროზე მუშაობის დროს გამოიყენოს არსებული ლექსიკონი. ეს ლექსიკონი მოსწავლეებმა უნდა აწარმოონ ყველა გაკვეთილზე ისტორიული წყაროს ანალიზის დროს,რომელიც დაეხმარება წყაროს გააზრებაში  და სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგებაში.


ინტერვენცია II-  T-სქემა.ისტორიული წყაროდან ინფორმაციის დახარისხება.

    მეორე აქტივობა, რომელიც განვახორციელე ინტერვენციის ფარგლებში, იყო T-სქემა, ისტორიული წყაროდან ინფორმაციის დახარისხება. ეს სქემა  ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებათა გამოსათქმელად, მოვლენებისა თუ ფაქტების შესაპირისპირებლად და შესადარებლად, მოქმედ პირთა დასახასიათებლად, ინფორმაციის დასახარისხებლად.
   T სქემა საშუალებას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ დაპირისპირება განსახილველ საკითხებს (ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს და ა.შ.) შორის.
სავარჯიშო კარგია ინფორმაციის დასახარისხებლად (ვთქვათ, დადებითად და უარყოფითად) და დასაჯგუფებლად.
    ისტორიული წყაროს ანალიზის დროს მოსწავლეებმა გამოიყენეს ეს ქემა,ცალკეული მონაკვეთის გაცნობის შედეგად წარმოქნილი შთაბეჭდილებების, იდეების და შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად.მოსწავლეებმა  ამ სქემის საფუძველზე შეეძლეს ტექსტის გაგება,მონაკვეთებს შორის კავშირების  დამყარება, ფაქტების,თარიღების დახარისხება და კრიტიკული ანალიზი.
ისტორიული წყარო
პირველადი კომენტარი(ფაქტობრივი)
ემოციური და ანალიტიკური





ინტერვენცია III -წერილობით წყაროზე მუშაობა
   მესამე აქტივობა, რომელიც განვახორციელე ინტერვენციის ფარგლებში, იყო  წერილობით წყაროებზე მუშაობა.
 ინტერვენცია განვახორციელე ორ ეტაპად;
I ეტაპი-გამოვიყენე წყაროს ანალიზის ხუთსაფეხურიანი სტრატეგია;იდენტიფიცირება-ინტერპრეტაცია-  შეფასება-გამოხმაურება/რეფლექსია.
II ეტაპი-წერილობითი წყაროს შაბლონი
  აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით დააკვირდნენ წერილობით წყაროს და რვეულებში რაც შეიძლება დეტალურად ჩამოწერონ:
ზედმიწევნით აღწერონ მნიშვნელოვანი ადგილები, სახელები, გეოგრაფული ადგილები;
ამ საფეხურზე მოსწავლეები მხოლოდ აღწერენ წყაროს.წყაროს წერილობითი დახასიათების შემდეგ მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარი.
   იდენფიცირება; განისაზღვრება ტექსტის ძირითადი ინფორმაცია. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
 რა კითხვები დაგებადათ წყაროს წაკითხვის დროს?
 რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი? მოსწავლეებირვეულში ჩამოწერენ კითხვებს და ცდილობენ, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს.. კითხვები შეიძლება ასეთი იყოს:
 როდის შეიქმნა ეს წყარო?
ვინ არის მისი ავტორი? -და სხვა.
მოსწავლეები რვეულში  წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამიშევრებს
   ინტერპრეტაცია: იმის გათვალისწინებით, რა იციან კონკრეტული წყაროს შესახებ.
მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ:
რას გულისხმობს ეს წყარო;
რა იდეის გადმოცემა უნდოდა ავტორს;
მოსწავლეები რვეულში  წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს.  
    შეფასება: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
 როგორ ფიქრობთ, რა არის წყაროს მიზანი?
 ვისთვის არის განკუთვნილი ეს წყარო?
 როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწია ავტორმა მიზანს? თუ კირატომ? და თუ არარატომ?
მოსწავლეები რვეულში  წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს.  
  გამოხმაურება/რეფლექსია: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
 როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ამ წერილობით წყაროს კონკრეტულ ისტორიულ პროცესებზე/საზოგადოებაზე/ადამიანებზე?
რა შეუძლია მოგვითხროს წერილობითმა წყარომ იმდროინდელი ცხოვრების, ლოკალური ადგილისა და ეპოქის შესახებ?
 რა კითხვები დაგებადათ ამ წყაროს ანალიზის შემდეგ?
კიდევ რის ცოდნა გსურთ ამ თემის შესახებ?
მოსწავლეები რვეულში წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამიშევრებს.
ანალიზის შედარება: ჩატარებული სამუშაოს შემდეგ კლასში იმართება დისკუსია იმ მოწაფეებს შორის, რომლებმაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. მასწავლებელი და მოსწავლეებიაჯამებეთ გაკვეთილს.
   წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონი
   შაბლონის შევსება წყაროს ანალიზის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მოსწავლეები ისწავლიან გაცილებით მეტს, თუ საკუთარ იდეებსა და  მოსაზრებებს სხვასაც გაუზიარებენ, ამიტომ შაბლონის შევსების შემდეგ, მათ საშუალება უნდა მივცეთ, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო დისკუსიის საფუძვლად იქცეს.
წერილობითი წყაროს შაბლონი
ავტორი
ვინ შექმნა წყარო?
რას ფიქრობთ წყაროს ავტორის შესახებ?
როგორია წყაროს ავტორის მსოფმხედველობა და თვალსაზრისი მის მიერ აღწერილი მოვლენების შესახებ .
დრო და ადგილი
სად და როდის შეიქმნა წყარო?
როგორ სეიძლება იმოქმედოს წყაროს შექმნის დრომ და ადგილმა მის შინაარსზე?
წინასწარი
ინფორმაცია
გარდა იმისა, რაც იცით წყაროს შექმნისა და შემქმნელის შესახებ, კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ ამ წყაროზე?
აუდიტორია
ვისთვის შეიქმნა ეს წყარო და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ადრესატს მის უტყუარობაზე?
მიზეზი
რა იყო ამ წყაროს შექმნის მიზეზი და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა მას წყაროს უტყუარობაზე?
ძირითადი იდეა
რა ძირითადი იდეა/იდეებია გადმოცემული წყაროში?
მნიშვნელობა
რამდენად მნიშვნელოვანია წყარო?
რატომ არის წყარო მნიშვნელოვანი?
.

გამოყენებული სტრატეგიები და განხორციელებული აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება/ განვითარებაში.

       

5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები;
   ინტერვენციების შემდეგ შედეგების კვლევა მოხდა იგივე კითხვარების გამოყენებით რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება ინტერვენციებემადე და მის შემდეგ. ერთი და იგივე კითხვარების გამოყენების შემდეგ შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება და დაკვირვება, თუ რამდენად  ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენციები შედეგების გასაუმჯობესებლად.
  ინტერვენციის განსახორციელებლად წინასწარ მერვე კლასის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შევარჩიე  იმგვარი წყაროები,  რომელიც მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემდა. შევეცადე წყარო ან მისი მონაკვეთი არ ყოფილიყო მეტისმეტად დიდი, რათა მოსწავლეებს არ გასჭირვებოდათ მისი აღქმა. წყაროს  გაცნობამდე მოსწავლეებს  ვაწვდიდი მცირე ინფორმაციას იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც შეიქმნა ან რომლის შესახებაც მოგვითხრობს ეს წყარო.ვეხმარებოდი წყაროში მათვის უცნობი სიტყვების გაგება გააზრებაში, ლექსიკონის შექმნაში რომელიც, მოსწავლებს დაეხმარება  წყაროს გააზრებასა  და სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის ლექსიკური მარაგის განვითარებას . T-სქემის საშუალებით ინფორმაციის დახარისხება გააკეთეს, ჩემს მიერ შერჩეულმა ისტორიული  წყაროს ანალიზის ხუთ საფეხურიანმა სტრატეგიამ საშუალება მისცა მოსწავლეებს, გამოემუშავებინათ ისტორიული წყაროს ანალიზის და წერითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
    დაგეგმილი ინტერვენციები ჩემი აზრით ხელს  უწყობდა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, რომლის საფუძველზეც ეტაპობრივად მოსწავლეებში უნდა განვითარებულიყო კრიტიკული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.განხორციელებული ინტერვენციების დადებით შედეგად ვთვლი,რომ სასწავლო პროცესის ბოლოს  მოსწავლეებმა ისტორიული წყაროს ანალიზში დაფიქსირებული წინანდელთან შედარებით  ბევრად მაღალი შედეგი აჩვენეს. 
ეს მეთოდი მოსწავლეებს დაეხმარა:
·         ისტორიული წყაროების გაგებასა და ინტერპრეტირებაში;
·         კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
·         სწავლის მეთოდების გამომუშავებაში;
    საერთო ანალიზის შედეგად საგრძნობი განსახვავებაა ინტერვენციებამდე და ინტერვენციების შემდეგ არსებულ სიტუაციაში,როგორც რაოდენობრივად ასევე თვისობრივი მაჩვენებლითაც.
  

თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგები;
     რადგან ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ისტორიული წყაროს ანალიზისათვის საჭირო უნარ ჩვევების გაუმჯობესებას საბაზო საფეხურის  მოსწავლეებში,ამიტომ ინტერვენციებამდე და მისი განხორციელების შემდეგ შევაფასე მოსწავლეთა მონაცემები და შედეგები,რათა დამედგინა მივაღწიე თუ არა დასახულ მიზანს.
მოსწავლეთა  პირველადი მონაცემების მიხედვით,რომლებიც თვისებრივი(აღწერითი და ფოკუსჯგუფის დაკვირვება) და რაოდენობრივი (ანკეტირება) კვლევის მეთოდების ერთობლივი გამოყენებით  გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ  წყაროს გააზრება და სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენის გაგება დაგააზრება, წყაროდან მიღებული ინფორმაციის თემასთან დაკავშირება,  წყაროდან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მისი გაგება, გააზრება.
     ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, იგივე კვლევის მეთოდების (აღწერითი და ფოკუს ჯგუფის დაკვირვება, ანკეტირება) გამოყენებით განვსაზღვრე მოსწავლეთა შედეგების საჭიროებები.
   ამგვარად, პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ერთმანეთთან შედარებით,აშკარაა ის შედეგები, რომლებიც ინტერვენციების განხორციელების შედეგად მივიღე. მოსწავლეებში გაუმჯობესდა  ისტორიული წყაროს ანალიზი, მათ შეძლეს წყაროდან ინფორმაციის ინტერპრეტაცის გაგება, გააზრება,შესაბამისი ეპოქის ენის გაგება,წყაროდან ინფორმაციის თემასთან დაკავშირება. ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგებიდან ჩანს,,რომ ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო და მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართა.





6.2 კვლევის შედეგების ანალიზი
 კვლევის დაწყებამდე
გამოკითხულ მოსწავლეთა 80% თვლის,რომ უჭირთ ისტორიული წყაროს ანალიზი, 20%თვლის ნაწილობრივ რთულია.
კვლევის შემდგომი შედეგები

გამოკითხულ მოსწავლეთა 85% თვლის,რომ არ უჭირთ ისტორიული წყაროს ანალიზი, 15% თვლის ნაწილობრივ.


თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები

მიგნებები:
გამოყენებულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო: მოსწავლეებში ისტორიული წყაროს ანალიზის  განვითარებას.მოსწავლეებმა განიმტკიცეს ,რომ ისტორიული წყაროს ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის შესწავლაში.აქედან გამომდინარე,მათ უკვე შეძლეს წყაროში ინფორმაციის ინტერპრეტაციის გაგება-გააზრება,წყაროდან მიღებული ინფორმაციის თემასთან დაკავშირება.  ავღნიშნავ,რომ სწორად და თანმიმდევრობით დაგეგმილი აქტივობები ყოველთვის უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას.

რეკომენდაციები:
      კვლევის პროცესი მრავალფეროვანი და შრომატევადი იყო,თუმცა საინტერესო და საჭირო მოსწავლეებისთვის და ასევე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.კვლევის საფუძველზე, შემიძლია კოლეგებს მივცე რეკომენდაცია, რომ გაიზიარონ ჩემი გამოცდილება იმ შემთხვევაში,თუ ისინი მსგავსი პრობლემის წინ აღმოჩნდებიან მოსწავლეებთან. კონსტრუქციული და სწორად გაცემული უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეს ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობები.დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება მასწავლებელს ხელს უწყობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისას, რაც თავის მხრის კიდევ უფრო ზრდის მოსწავლეთა აქტიურობას. აგრეთვე ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ზრდას და ესგ-ს შედეგზე მოსწავლის გასვლას.

ნაკლოვანებები;
          კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ კვლევა ჩატარდა ძალიან აქტუალურ თემაზე და განხორციელებულმა ინტერვენციებმა დადებითი შედეგი მოგვიტანა კვლევაში დასმული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით, თუმცა ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ მეტი მეთოდების გამოყენება კიდევ უფრო წაადგებოდა კვლევის წარმართვას. ასევე მიმაჩნია, რომ მეტი მოსწავლის ჩართვაც დადებითად აისახებოდა შედეგებზე. თუმცა ეს ყველაფერი მოითხოვდა მეტ დროს.









ბიბლიოგრაფია:

1.   განვითარებისა და სწავლების თეორიები“.პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2011წ.
2.   დავით ბოლქვაძეწყაროებიისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისთვის   ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 30.01.2015.
3.   ეროვნული სასწავლო გეგმა.ისტორიის სტანდარტები.
4.   ირაკლი  კაკაბაძე სტატიაში ისტორიის სწავლების მნიშვნელობისათვის                   (მასწავლებელი“№5 2011წელი)-ისტორიული
5.   ისტორიული და დოკუმენტური კვლევა                                                                                                             http://www.qwelly.com/group/sociology/forum/topics/isto
6.   კვლევის ეთიკა.  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12188
7.   ლევან ახვლედიანი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი,                                                               ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 16.9.2013.                                                                          http://mastsavlebeli.ge/?p=3646
8.   . ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
9.   .  ლობჯანიძეს. როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები ინტერნეტჟურნალი მასწავლებელი 2012 წლის 3 მაისი.       http://mastsavlebeli.ge/?p=281
10.               სოციალური კვლევის ეთკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.7&x=.








კვლევის ანგარიშის რეფლექსია

    კვლევის დაწყებამდე საუბარი მქონდა სკოლის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მეცნიერების კათედრასთან .
    სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა თემაზე“როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ისტორიული წყაროს    ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.“
    კვლევის მიზანი იყო საბაზო საფეხურზე  ისტორიაში, მოსწავლებში   ისტორიული წყაროს ანალიზის გაგება და გააზრება.
    კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი ლიტერატურას და ვთანამშრომლობდი კოლეგებთან კათედრაზე.  კვლევის პროცესში და დასრულების შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგების შეხედულებები და პროფესიული რეკომენდაციები. კვლევის თემით დაინტერესებულ მასწავლებლებს გავაცანი ნაშრომი შეხვედრაზე, რომელიც შედგა 2019 წლის 12 ივნისს.  მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია,შეხვედრა აქტიურად წარიმართა და მისი დასრულების შემდეგ ვუპასუხე კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს. კითხვები შეეხებოდა პრობლემის იდენტიფიცირებას,მეთოდების,ინტერვენციების შედეგებს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ კვლევა პრაქტიკულად  ღირებულებულია პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, კოლეგებმა კვლევის ზოგიერთ კომპონენტს მისცეს მაღალი შეფასება. მაგალითად, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინტერვენციები და კვლევის მეთოდოლოგია,რაც გამომდინარეობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებიდან.უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა. მივიღე დადებითი უკუკავშირი.
    მე შევეცადე, რომ ყველა დაინტერესებული პირი სრულად ინფორმირებული ყოფილიყო კვლევის განხილვის შეახებ. ინფორმაცია ერთი კვირის მანძილზე გამოკრული იყო სამასწავლებლოში. ჩემთვის ძალიან ღირებული იყო მათი შეფასება და რეკომენდაციები.
    კოლეგებთან გაზიარებამ დამანახა მათი ინტერესი, აწარმოონ მსგავსი კვლევები
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ასევე გაიმდიდრონ
საკუთარი გამოცდილება, დანერგონ ჩემს მიერ გამოყენებული სტრატეგიები.
  ამ ეტაპზე მე, როგორც მკვლევარი პედაგოგი, კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი და
ვაწარმოე პედაგოგიური კვლევა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრაქტიკული
კვლევა მკვლევარს, მასწავლებელს ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში,
იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება.
ეძებს და პოულობს პრობლემების გადაჭრის გზებს და ყოველი დაბრკოლების
გადალახვა მისი პროფესიული ზრდის წინაპირობა ხდება.
      მიმაჩნია,რომ აღნიშნული კვლევა დამეხმარა პრობლემის შესწავლასა და მის გამოსწორებაში. ვფიქრობ ამ კვლევაზე მომავალშიც გავაგრძელო მუშაობა.
     კვლევის ავტორი: ს.ს.ი.პ. ქ.ხაშურის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: მაია მოზაძე
        2019 წლის 12 ივნისი

No comments:

Post a Comment

  დღეს 19 ივლისს დავასრულეთ ტრენინგი-ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.    ტრენინგი  საინტეროსო  იყო. ბევრ სიახლეს გავეცანით. მადლობ...